Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციას დაეთმო.თითოეულ გამომსვლელს ორი ოპონენტი ჰყავდა. ერთი პრეზენტაციის დადებით მომენტებს უსვამდა ხაზს, ხოლო მეორე გასაუმჯობესებელ რჩევებს აძლევდა.
დღე საქმიანი, ბევრისმომცემი და აქტიური იყო.
დიდი მადლობა ქ.ნ ლალის ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა მასალა. დავასრულეთ პრეზენტაცია. პორტფოლიო განვათავსეთ გლოგზე და გუგლ დრაივზე. მოვისმინეთ პრეზენტაციები.

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.წავიკითხეთ ერთმანეთის სასწავლო პროცედურები, გავაკეთეთ კომენტარები.შევავსეთ შეფასების რუბრიკა.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. შევავსეთ დარჩენილი რუბრიკები.მივიღეთ დავალება.

მოსწავლის ნაშრომი


Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები.   გავიხსენეთ პრეზენტაციის ფორმები.მივიღეთ მომავალი სამუშაო დღისთვის დავალება.

Wednesday, July 8, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

გადავედით მეორე მოდულის ახალ საკითხზე.დავიწყეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება. გავაანალიზეთ შეკითხვები,სათანადო რჩევები მივეცით ერთმანეთს. შეკითხვები გავათავსეთ ბლოგებზე.გავეცანი შეფასების მეთოდებს შევარჩიეთ საკუთარიპროექტებისათვის შეფასების მეთოდები.გავეცანით გუგლ დრაივს და მის წარმოებას.შევასრულეთ დავალებები გუგლ დრაივში.

Tuesday, July 7, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

  • რა გავლენას ახდენს ისტორია დღევანდელ ღირებულებებზე?

თემატური კითხვები
  • რა ადგილი უკავია თითოეულ ქართველში აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?
  • რამდენად განსხვავებულია ახლა ჩვენი ცხოვრება დაკარგული ტერიტორიების გამო?
  • როგორ ცხოვრობდნენ ადრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
შინაარსობრივი კითხვები
  • რა ენატრება ავტორს და რა სურს მას?(ლექსი "ქართლი")
  • რ აზე ამახვილებს ლექსში "აფხაზური კანტატა" ავტორი ყურადღებას?
  • რა ტრადიციაზე საუბრობს ავტორი?