Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე ჯგუფის წევრთა პროექტების პრეზენტაციას დაეთმო.თითოეულ გამომსვლელს ორი ოპონენტი ჰყავდა. ერთი პრეზენტაციის დადებით მომენტებს უსვამდა ხაზს, ხოლო მეორე გასაუმჯობესებელ რჩევებს აძლევდა.
დღე საქმიანი, ბევრისმომცემი და აქტიური იყო.
დიდი მადლობა ქ.ნ ლალის ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა მასალა. დავასრულეთ პრეზენტაცია. პორტფოლიო განვათავსეთ გლოგზე და გუგლ დრაივზე. მოვისმინეთ პრეზენტაციები.

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია.წავიკითხეთ ერთმანეთის სასწავლო პროცედურები, გავაკეთეთ კომენტარები.შევავსეთ შეფასების რუბრიკა.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. შევავსეთ დარჩენილი რუბრიკები.მივიღეთ დავალება.

მოსწავლის ნაშრომი


Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომისათვის შევარჩიეთ მასალები.   გავიხსენეთ პრეზენტაციის ფორმები.მივიღეთ მომავალი სამუშაო დღისთვის დავალება.

Wednesday, July 8, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

გადავედით მეორე მოდულის ახალ საკითხზე.დავიწყეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება. გავაანალიზეთ შეკითხვები,სათანადო რჩევები მივეცით ერთმანეთს. შეკითხვები გავათავსეთ ბლოგებზე.გავეცანი შეფასების მეთოდებს შევარჩიეთ საკუთარიპროექტებისათვის შეფასების მეთოდები.გავეცანით გუგლ დრაივს და მის წარმოებას.შევასრულეთ დავალებები გუგლ დრაივში.

Tuesday, July 7, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

  • რა გავლენას ახდენს ისტორია დღევანდელ ღირებულებებზე?

თემატური კითხვები
  • რა ადგილი უკავია თითოეულ ქართველში აფხაზეთსა და სამაჩაბლოს?
  • რამდენად განსხვავებულია ახლა ჩვენი ცხოვრება დაკარგული ტერიტორიების გამო?
  • როგორ ცხოვრობდნენ ადრე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში?
შინაარსობრივი კითხვები
  • რა ენატრება ავტორს და რა სურს მას?(ლექსი "ქართლი")
  • რ აზე ამახვილებს ლექსში "აფხაზური კანტატა" ავტორი ყურადღებას?
  • რა ტრადიციაზე საუბრობს ავტორი? 

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. განვიხილეთ ესგ, გამოვყავით ჩვენი პროექტისათვის მისაღები და გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები,გადავიტანეთ პროექტის გეგმაში, ჩამოვაყალიბეთპროექტის იდეიდან გამომდინარემოსწავლეთა  მიზნები, გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, მივიღეთ საშინაო დავალება.

მოსწავლის ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:
 

  • შესწავლილი მასალის "აფხაზური კანტატა, " "ქართლი", უკეთ შესწავლისა და გაანალიზების მიზნით, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით ინფორმაციის მოძიებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
  • საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის მიზეზების უკეთ გასარკვევად მე-20 და 21-ე საუკუნის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ისტორიული ფონის შესწავლა.
  • საკუთარ ქალაქში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებში ვიზიტი. ოჯახის წევრებთან ინტერვიუების აღება აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
  • მოძიებული ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე ესეს კონკურსის გამოცხადება."აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი სამშობლოა."
  • ესეს განთავსება ბლოგზე. პროექტის დახურვაზე პრეზენტაცია.


.


Monday, July 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტის იდეები და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები და გავუგზავნეთ. დავგეგმეთ ბროშურა და ვისწავლეთ მისი შექმნა. დავალებად მივიღეთ ბროშურის სახლში დასრულება.

Sunday, July 5, 2015

ჩემი პროექტის იდეა

პროექტის თემა: საქართველოს დაკარგული ტერიტორიები.
აფხაზეთი და სამაჩაბლო ყველა ქართველისთვის მტკივნეული თემაა.უკეთ გაგებისა და გააზრებისათვის მოსწავლეები სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებენ ინფორმაციას აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე,მათ წარსულსა და დღევანდელობაზე.პროექტის ფარგლებში გამოცხადდება ესეების კონკურსი,''აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი სამშობლოა.''მოწონებული ესეები განთავსდება ბლოგზე.პროექტის დახურვაზე მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით.

პირველი დღის რეფლექსია

სესია დაიწყო გაცნობით. ტრენერმა გაგვიმარტა სიტყვა ინტელის მნიშვნელობა. ამის შემდეგ დავიწყეთ ბლოგების შექმნა, რომელიც მეტატ საინტერესო აღმოჩნდა.  აგრეტვე გავეცანით პირველ მოდულს.